ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის რეკომენდაცია გასცა

სახალხო დამცველმა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესები კონკრეტული აქტით მხოლოდ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში რეგულირდება, თუმცა მოქმედი რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის ქონა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. პარკირების წესებით გაურკვეველია საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა აქვს თუ არა ყველა შშმ პირს, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა და ან/და მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა: საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა; საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის; საცნობი ნიშნის განთავსების შესაძლებლობა ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შშმ პირის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა; სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გამოყენების უზრუნველყოფა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა