მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება და სავარაუდოდ, ხვალვე ბიუროს სხდომაზე გავა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი წარადგენს. თავის მხრივ, პარლამენტს განხილვის 7-დღიანი ვადა აქვს.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედზე მეტი წევრით განახლდა, რის გამოც დღის წესრიგში მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა.

გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა, რომელსაც სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე, აღნიშნული უწყების ხელში გადავიდა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით. გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გახდა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

15 დეკემბრიდან ძალაშია მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა