პარტია ”სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ ყრილობას გამართავენ

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, დღეს პარტია ”სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ მესამე ყრილობა გაიმართება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგშია არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შეფასება; ქვეყნის განვითარების ალტერნატიული ხედვის წარდგენა; პარტიის დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმატი.

მათივე ცნობით, ყრილობაზე განხილული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხი.

გარდა ამისა, გაიმართება პარტიული გაზეთის ”სოციალ დემოკრატი”-ს პირველი ნომრის პრეზენტაცია.

ყრილობა ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნებით დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა