შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრაზე სამართალდამცველები ახალგაზრდებს კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის სახეების, ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ ესაუბრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგისგან დაცვის მექანიზმებიც გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა