ნიგერიაში გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის კოლონაზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის კოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანის განცხადებაზე დაყრდნობით „როიტერსი“ იუწყება.

მისი თქმით, შემთხვევა ბორნოს შტატში, დასახლებული პუნქტის ნგალას სიახლოვეს მოხდა, როდესაც კოლონა ნიგერიელი სამხედროების თანხლებით გზაზე გადაადგილდებოდა.

„ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანია მოკლული“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნიგერიული გამოცემა Daily Post-ის ინფორმაციით, თავდასხმა ტერორისტიული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა განახორციელეს. გამოცემის ცნობით, ტერორისტებმა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი დაწვეს და გაიტაცეს სამი ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა