გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში წელს დაახლოებით 850 მლნ ლარი დაიხარჯა

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში წელს დაახლოებით 850 მილიონი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია გეგმაში, როგორიცაა კობის გვირაბი, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება.

"ეს წელი იყო უპრეცედენტო. დაახლოებით 850 მილიონი ლარი დახარჯა გზების დეპარტამენტმა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში. საგზაო ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტემპები იმედის მომცემია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამოცანები, რაც დასახული გვაქვს, ქართველი მეგზევეების მიერ იქნება სრულად დაძლეული. რაც შეეხება მომავალ წელს, აქაც ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, დაახლოებით მილიარდ ოთხასი ლარი ექნება ინდუსტრიას დასახარჯი. შემდგომ, 2019 წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი ციფრი გვექნება. ბევრი მასშტაბური პროექტია", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა