გიორგი ჩოგოვაძე - GEM FEST 2018-ის ორგანიზატორებს ეკონომიკის სამინისტროსთვის ფინანსური დახმარებისთვის არ მიუმართავთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ GEM FEST 2018-ის ორგანიზატორებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ფინანსური დახმარებისთვის არ მიუმართავთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ჩოგოვაძემ  განუცხადა, როგორც მისთვის არის ცნობილი, GEM FEST 2018-ის ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ბილეთების გაყიდვაც.

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტრაციასთან ამ ფესტივალის ორგანიზატორებს არანაირი მიმართვა ან ინფორმირება არ განუხორციელებიათ. ჩვენთან არც რაიმე ტიპის მხარდაჭერაზე, მათ შორის, არც ფინანსურ მხარდაჭერაზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

თუმცა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს მიმართვის ვალდებულება არ ჰქონდათ.

„ვალდებულება, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ მოემართათ ჩვენთვის. ეს არის აბსოლუტურად კერძო პროექტი და არც აქვთ ვალდებულება თავიანთი გეგმების შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენონ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ფინანსური დახმარების საკითხი, არც მოუმართავთ და არც განგვიხილავს ეს შესაძლებლობა, რომ 2018 წელს ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, რაც GEM FEST 2018-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, ჩოგოვაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„სამართლებრივ საკითხზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამაში ჩვენი კოლეგა უწყებებია ჩართული და ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ცნობისთვის, GEM FEST 2018-ის ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, ფესტივალი 9-12 აგვისტოს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა