რუსეთში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო

რუსეთში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატებს აქვთ 90 დღე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბუთების ჩასაბარებლად, ხელმოწერების მოსაგროვებლად და წინასაარჩევნო სააგიტაციო კამპანიის საწარმოებლად.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დადგენილება ოფიციალურად Российская газета-ში გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით, საარჩევნო კამპანია მხოლოდ ოფიციალური დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ იწყება.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან 14,9 მილიარდი რუბლია გამოყოფილი. ეს ფინანსები ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდება, რაც გამოქვეყნდება არჩევნების დანიშვნის დადგენილება.

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს, სადაც დადგინდება საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარული გეგმა და გეგმა საბიუჯეტო სახსრების მოხმარებასთან დაკავშირებით.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა