ივანკა ტრამპსა და მის მეუღლეს დეკლარაციის შევსებისას ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის დაფარვასთან დაკავშირებით ადანაშაულებენ

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილს ივანკა ტრამპსა და მის მეუღლეს ჯარედ კუშნერს საშემოსავლო დეკლარაციის შედგენისას მათი ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის უკანონო დაფარვასთან დაკავშირებით ადანაშაულებენ. გაზეთი Politico იტყობინება, რომ სარჩელი ამასთან დაკავშირებით აშშ-ს საოლქო სასამართლოში ვაშინგტონში ადვოკატმა ჯეფრი ლოვიტკიმ შეიტანა.

სარჩელში ხაზგასმულია, რომ ტრამპმა და კუშნერმა არ მიუთითეს მონაცემები აქტივებზე, რომელიც მათ სახელთან დაკავშირებულ 30 საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის. ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ადრე ხელმოწერილ შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე დაარღვევდა. თუმცა, სარჩელში მითითებულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ კანონი „არ აძლევს უფლებას პირს დეკლარაციის შევსებისას დაფაროს ინფორმაცია მის აქტივებთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ადრე დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ დაირღვევა“.

თეთრი სახლის პრესსამსახური ამ ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა