აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, წყალტუბოში 16-17 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დავით ბაციკაძე, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, ილია ვერძაძე, გია აბულაძე, პეტრე ზამბახიძე, ასევე ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონიძიებათა 2016–2018 წლების მიმდინარე გეგმის გადახედვა და ახალი 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.

„საბჭოს წევრებმა, რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტური მართვისთვის, როგორც საკანონმდებლო საქმიანობისა და პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო ცნობიერების, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი ღონისძიებები დასახეს, რაც 2018 წლის სამოქმედო გეგმაში აისახება“, – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა