ნატა ძველიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება დამაზიანებელი იქნება სამაუწყებლო ბაზრისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უნდა იყოს ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქნება კომერციული შემოსავლებით, - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განუცხადა.

არასამთავრობო სექტორის და ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს ხვდებიან. შეხვედრის მონაწილეები პრეზიდენტს იმ ინფორმაციას და მოსაზრებებს აცნობენ, რომლითაც მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.

"ძალიან გვიხარია, რომ პრეზიდენტი მზად არის მოისმინოს ჩვენი მოსაზრებები. ამ კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება სამაუწყებლო ბაზრისთვის, რაც დღეს არსებობს საქართველოში. ჩვენი უპირველესი შენიშვნა ეხება იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, წარმოდგენილი ცვლილებებით ცდილობს, ისე განახორციელოს შესყიდვა, რომ მასზე კონტროლი და ანგარიშვალდებულება მცირდებოდეს.

წარმოდგენილი ნორმიდან არ ჩანს, როგორ უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი კონტროლი იმ გადაცემების შესყიდვაზე, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს. რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არგუმენტი არის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ნამდვილად დაშვებულია სარეკლამო შემოსავლის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კომერციული რეკლამის მიღების შესაძლებლობა, იქ ბიუჯეტიდან მისი დაფინანსების მოცემულობა არ აღემატება საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარს, როგორც საქართველოშია. კონკურენტუნარიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია გაზარდოს არა სარეკლამო შემოსავლებით, არამედ იმ პროექტებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტისთვის იმიტომ იღებს ამხელა ოდენობის თანხას, რომ შექმნას ისეთი პროდუქტები, რაც კომერციული არხებისთვის არ არის მიმზიდველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უნდა იყოს ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქმება კომერციული შემოსავლებით",- განაცხადა ძველიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა