ზურაბ პატარაძე "გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017“- ში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017“- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში შედგა. ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნისა და რეგიონის მომავლის საკუთარ ხედვებსა და მთავრობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახალ თაობას აქვს უნიკალური შესაძლებლობები შეიძინოს კარგი ცოდნა, დაეუფლონ უცხო ენებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მიიღონ განათლება და გამოცდილება ევროპის ქვეყნების სასწავლებლებში. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში არის უმნიშვნელოვანესი.

„ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და მე მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუმასპინძლე“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ლიდერებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა