ლაშა ტუღუში - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს და ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს

ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს, - ასე აფასებს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ტუღუში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილელებს ვეტო უნდა დაადოს.

"არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს",- განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს, ამ წუთებში არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ მარგველაშვილს აცნობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა