შს სამინისტრო მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს

შს მინისტრის მოადგილე მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას არ გამორიცხავს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღესდღეობით ძირითად გამოწვევას წარმოადგენს 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.

"ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში არასრულწლოვანთა შორის დანაშაული მომატებული არ არის, თუმცა დღეს ჩვენს ძირითად გამოწვევას წარმოადგენს 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ, შექმნილი გვაქვს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს. მეორე მხრივ, ვმუშაობთ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს. ჩვენი აქცენტი ძირითადად გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციაზე, დაინტერესებული ვიქნებით სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნით და ამ მიმართულებით სხვა უწყებებთან ვითანამშრომლებთ",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა