შს მინისტრის მოადგილე "ბირჟა მაფიას" საქმეზე - ამ ეტაპზე პოლიციელთა ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება

ამ ეტაპზე პოლიციელთა ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, უნდა დადგეს თუ არა იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეში ფიგურირებდნენ.

"გადაწყვეტილებას უნდა გავეცნოთ დეტალურად. ვნახოთ, რა სამართლებრივი შეფასება მისცა ამ ყველაფერს პროკურატურამ, სასამართლომ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე პოლიციელთა ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზული იქნება, სანამ გადაწყვეტილებას არ ვნახავთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ "ბირჟა მაფიას" წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა