ნოდარ ხადური ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ევროკავშირის პროექტის "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე 2017 წელს განხორციელებული აქტივობები შეჯერდა და 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები დაიგეგმა. ნოდარ ხადურმა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

„პროექტის ყველა მონაწილესადმი ჩემი მოთხოვნა და თხოვნაა, პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანები - ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება; კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფა; სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილება-პრაქტიკის მაქსიმალური შესწავლა; სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ა.შ. პირნათლად შესრულდეს. დიდ იმედებს ვამყარებ და ხელშესახებ შედეგებს მოველი ევროკავშირის დახმარების პროექტისაგან, რაც თქვენი, ევროპელი ექსპერტების გამოცდილების მუდმივ გაზიარებასა და სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაში უნდა გამოიხატოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სააგენტოს თავმჯდომარემ უცხოელ და ქართველ კოლეგებს განხორციელებული საქმიანობისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო, რომელსაც სააგენტო და აღნიშნული პროექტი ერთობლივად ქმნის და ემსახურება, მომავალ 2018 წელს, კიდევ უფრო მეტად წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, ევროკავშირის პროექტის ექსპერტები - აურელიო ლა ტორე, ფრანსუა სუტი, დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩი, ასევე ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იურატე სოვიენე და დომინირებული მდგომარეობის და შერწყმის სამმართველოს უფროსი, იურგიტა ბრესკუტე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს