ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-სთან ვაჭრობა არის სცენარი, სადაც ორივე სახელმწიფო მომგებიან პოზიციაშია

აშშ-სთან ვაჭრობა არის სცენარი, სადაც ორივე სახელმწიფო მომგებიან პოზიციაშია, - ამის შესახებ დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ეს განცხადება გაკეთდა მანამდე, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას წარადგენს, რომელშიც ჩინეთი კონკურენტადაა მოხსენიებული.

ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რამდენჯერმე შეაქო, თუმცა, ამავდროულად მოითხოვა, რომ პეკინმა გაზარდოს ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე, შეცვალოს სავაჭრო სტრატეგია, რათა ის უფრო მისაღები იყოს შეერთებული შტატებისთვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალიური წარმომადგენლის თქმით, სანამ სტრატეგია არ გამოქვეყნდება, კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ჩინეთი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სტრატეგია კონსტრუქციულ როლს ითამაშებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე წაახალისებს ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ნდობას.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ორივე მხარისთვის მომგებიანია, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს აშშ-ში 2.6 მლნ სამუშაო ადგილზე.

„ჩვენ გვსურს ბეჯითად ვიმუშავოთ ამერიკულ მხარესთან, რათა ჩვენი თავი მივუძღვნათ ძლიერი, სტაბილური და ჯანსაღი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მშენებლობას“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა