საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში დააჯილდოეს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, კაირატ აბდრახმანოვის ინიციატივით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 25 წლისთავთან“ დაკავშირებით, სამახსოვრო მედლით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით, მათ შორის აღინიშნა მიმდინარე წელს ყაზახეთში საქართვლოს პრეზიდენტის ვიზიტი. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა და საერთაშორისო სპეციალიზებულ გამოფენა ექსპო-2017-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამახსოვრო მედალს ექსკლუზიურად გადასცემს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს და უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, ყაზახეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა