რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით კონფერენცია გაიმართა

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების, და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერეციაზე წარმოდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრების ორგაზიებას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში. როგორც იცით ყველა უწყება, როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობს. ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას გაცვალონ ინფორმაცია და წარმოადგინონ პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა