რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა, ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა ”რუსთავში" მიყვანამდე გონზე მოვიდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკა ,,რუსთავში" განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა