წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკს“ უცნობი პირი თავს დაესხა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელმაგანუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

„წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა თავდასხმა დაახლოებით 17:30 საათზე. თავდასხმაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა. არავინ დაშავებულა. დაცვის სისტემამ დროულად იმუშავა, შედეგად კი თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა“, - განმარტა სოფო ბალავაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიბა 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა