ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 77 ადამიანი პირსისა და თერსტონის ოლქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის ოთხმა მძიმე ტრავმები მიიღო.

„ირგვლივ ყვირილის ხმა ისმოდა. მოგვიწია ფეხით გამოგვეტეხა მინა, რათა მატარებლის ვაგონიდან გამოვსულიყავით“, - აცხადებენ მგზავრები.

ინციდენტი, ბოლო ინფორმაციით, ქალაქებს - ლეიქვუდისა და ოლიმპიას შორის არსებულ გზაზე მოხდა. მატარებლის კომპანიის ინფორმაციით, მატარებელში 78 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს