ივან ლოზოვოი - მიხეილ სააკაშვილმა მიტინგებისა და მარშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიტინგებისა და მარშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხ „ზიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმაივან ლოზოვოიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კიევში, ოქტომბრის სასახლესთან გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო.

„ოპოზიცია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიის. პოლიტიკა ოპოზიციის გარეშე არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა. მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ჯერ სრული მორატორიუმი იმოქმედებს მომდევნო მარშებთან და მიტინგეთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა გუშინ“, - განაცხადა ლოზოვოიმ, თუმცა აქვე დასძინა, რომ პარტია ოპოზიციურ აქტივობას არ შეწყვეტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა