რუსთაველის გამზირზე საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. აღნიშნული ფაქტი შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას დააფიქსირეს.
“საღამოს ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას ვანდალური ფაქტი დააფიქსირეს. დაზიანებულია რუსთაველის გამზირზე განთავსებული საახალწლო დეკორაცია. გარეგანათებისა და ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა უმოკლეს ვადაში მოახდინეს რეაგირება და ვანდალურად დაზიანებული საათები აღადგინეს”, - განაცხადა შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.