საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ეყოლება

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ეყოლება. მედიაციის ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს დღეს, საქალაქო სასამართლოში სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ახალ მედიატორებს პროფესიულ სერტიფიკატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი გადასცემენ.

სასამართლოს მედიატორთა ტრენინგის პროგრამა საერთაშორისო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადდა. ტრენინგები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა