მიხეილ სააკაშვილი - იანუკოვიჩი იყო არაყი ან ვისკი, პოროშენკო არის ლუდი, რომლისგანაც უკრაინას ძლიერი ნაბახუსევი ექნება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არის ლუდი, რომლისგანაც უკრაინას ძლიერი ნაბახუსევი ექნება, - ამის შესახებ ტელეარხ NewsOne-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„არსებობს ალკოჰოლი. ყველამ ვიცოდით, რომ იანუკოვიჩი ბოროტმოქმედია. არსებობს ვისკი. როდესაც შენ ვისკის ან არაყს სვამ, ორგანიზმის მობილიზაცია ხდება, ირთვება თავდაცვის რეჟიმი, ვინაიდან ორგანიზმი ხვდება, რომ ეს შხამი და საწამლავია. იცით, რომელია ყველაზე საშიში ალკოჰოლი? ლუდი. როდესაც ლუდს სვამ, მას მხოლოდ 12 გრადუსი აქვს, ორგანიზმი ფიქრობს, რომ ეს საკვებია, და შენ სმას აგრძელებ. აი იანუკოვიჩი იყო არაყი ან ვისკი. პოროშენკო კი ლუდია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ლუდმა ყველაზე ცუდი ნაბახუსევი იცის. სააკაშვილის თქმით, პოროშენკო უკრაინის ორგანიზმს წამლავს, როდესაც საკუთარ რიტორიკაში ნაციონალისტურ ლოზუნგებს იყენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა