გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, ბრუნო ბალდუკი.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი გახარიამ და პასკალ მენიემ დადებითად შეაფასეს პოლიციის ატაშეების მუშაობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.

გიორგი გახარიამ პასკალ მენიეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა