კახეთში კაკაბზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი.

”კაკაბი არ შედის ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, შესაბამისად, აღნიშნულ სახეობაზე, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ნადირობა აკრძალულია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეს ჩამოართვეს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა”, - აცხადებენ სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა