ჯეიმს მეტისი - ამერიკელი დიპლომატები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძლიერებაზე დაყრდნობით, ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ

ამერიკელი დიპლომატები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძლიერებაზე დაყრდნობით, ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

პენტაგონის უფროსმა ამ სტრატეგიას „გასაგები და ყოვლისმომცველი“ უწოდა. მისი თქმით, სტრატეგია საშუალებას იძლევა ყველა იმ გამოწვევას უპასუხონ, რომელსაც აშშ თავდაცვის სფეროში აწყდება. ამერიკელი სამხედროები იქნებიან იმის გარანტი, რომ შეერთებული შტატების დიპლომატები „ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ.“

„ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით განვაგრძობთ საერთო ინტერესების დაცვას უსაფრთხოების სფეროში, ამავდროულად დავიცავთ ამერიკას მათგან, ვინც ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა