რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ნიკოლოზობას ულოცავს.
”მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მღვდელმთავრის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ”,- ნათქვამია მისალოცში.