ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკომიტეტო მოსმენები ხვალ დასრულდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკომიტეტო მოსმენები ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც პროცესი სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პარლამენტისთვის და თვითონ მთავრობისთვისაც.

"დღეს დილიდან იწყება კომიტეტებში განხილვები და დაყოფილია ოთხი რგოლი თემატურად, დარგების მიხედვით. მინისტრები წარმოადგენენ თუ რას გეგმავენ და რის განხორციელებას აპირებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ დავასრულებთ კომიტეტებზე და პოლიტიკურ ჯგუფებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შემდეგ ეს პროცესი გადაინაცვლებს ქუთაისში, სასესიო ფორმატში",- განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა