ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

რეიტინგული გამომცემლობა The Epoch Times -ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, მოინახულეს კურორტი გოდერძი, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს, დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი. ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა. რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 2018 წლიდან, დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიებს ოფიციალურად დაიწყებს.

„ინტერესი აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ ბრიტანელების მხრიდან ძალიან დიდია, რასაც ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტორების რიცხვი, ასევე რეგიონში ბრიტანელ ვიზიტორთა ნაკადის 13%-იანი ზრდა ადასტურებს.

ტელეკომპანია BBC-ის ეთერით წელს განხორციელებული სატელევიზიო რეკლამა კი წინაპირობაა, რომ პოტენციურმა ტურისტებმა აჭარისა და ზოგადად საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა შეიქმნან, რასაც 2018 წლიდან ბრიტანეთში აქტიური პიარ და სარეკლამო აქტივობები დაემატება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ჯამში, 42 მედია და ინფოტურს უნასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარას 500-მდე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა