ალექსანდრე ბორტნიკოვი - ავღანეთი ტერორისტების მიზიდულობის ცენტრი ხდება, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები შედარებით ძლიერია

რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბორტნიკოვი მიიჩნევს, რომ ტერორისტები ახლა „ავტონომიური ჯიჰადის“ ტაქტიკას აირჩევენ. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„ტერორისტული შეტევების ტაქტიკა ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელობა საკუთარ მომხრეებს ე.წ. ავტონომიური ჯიჰადის გატარებისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ბორტნიკოვმა.

მისი თქმით, ასეთი შეტევების სამიზნეები, როგორც წესი, ხდებიან სამოქალაქო პირები, სამართალდამცველები და საქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ბორტნიკოვის მტკიცებით, ახლა „ბოევიკების“ ძალების გადაჯგუფება ხდება, ისინი ახლო აღმოსავლეთს ტოვებენ.

„ტერორისტების მიზიდულობის ერთგვარი ცენტრი ხდება ავღანეთი, სადაც შედარებით ძლიერია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები და საიდანაც ტერორისტებს დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვედრა შეუძლიათ“, - აღნიშნა ბორტნიკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა