თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - აშშ-ს ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ შეცდომას

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, იბრაჰიმ ქალინი აშშ-შ მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.

„ამარიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ შეცდომას, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მრავალი მოწოდებისა, არ უარყობს საკუთარ მცდარ გადაწყვეტილებას. ეს დასაფიქრებელია“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, იბრაჰიმ ქალინი.

მისი თქმით, 21 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.

როგორც ცნობილია, აშშ-მ ეგვიპტის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია დაბლოკა. ამ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა