პარლამენტი სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმას იწყებს

პარლამენტი სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმას იწყებს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას მართავს პარლამენტში, სადაც მოწვეულები არიან როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, კომიტეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და „დემოკრატიის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები. შესაბამისად, მომზადდა ახალი კანონის პროექტი, რომლის ძირითადი მიზნებია: ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური მუშაობა და ინდივიდის მდგრადი ინტეგრაცია; ოჯახის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სოციალური უსაფრთხოების გაზრდა; ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების უზრუნველყოფა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა, ინდივიდთა დაცვის გაუმჯობესება, სოციალურ მუშაკთა დაცულობის გაზრდა.

„დღეს გვაქვს დიფუზიური სისტემა, სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებში ჩაშლილი სისტემა, რომელიც გარკვეულწილად არეგულირებს სოციალური მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს არ არის ერთიანი სტანდარტი. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდების დაცვას, ასევე სოციალური მუშაკების. ხშირ შემთხვევაში სოციალური მუშაკები თავად არიან დაუცველები. ახალ კანონპროექტში მოცემულია ის პრინციპები და ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის განხორციელებისთვის. ასევე, მოცემულია კვალიფიკაციის ჩარჩო სოციალური მუშაკისთვის. სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების ნაწილს გადავცემთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ანუ კომპეტენციათა დელეგირებას ვახდენთ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური მუშაკის დაცვის გარანტიები ძლიერდება. ჩვენ ჩავდეთ მექანიზმები ამ პროექტში, რომლის მიხედვითაც ხდება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე ზედამხედველობა და ასევე მათი დაწინაურების საკითხი. სიახლეა ასევე სპეციალიზების თემა, რომელიც ამ კანონპროექტით არის გათალისწინებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იანვარში გეგმავს კანონპროექტის განხილვებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე კი პროექტის საპარლამენტო განხილვა დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა