„ენერგო-პრო ჯორჯია“ - რუსთავში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში, წუხელ ავარია არ მომხდარა

რუსთავში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში, წუხელ ავარია არ მომხდარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ პირველ რიგში მწუხარებას გამოთქვამს წუხელ, რუსთავში, ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

„დღეს დილით, რუსთავში, ხანძრის ადგილას იმყოფედნენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს სატრანსფორმატორო ქვესადგურის და შენობის ძალოვანი გამანაწილებლის მოწყობილობები, დაზიანება არსად არ ფიქსირდება. ასევე ადგილი არ ქონია ძაბვის ცვალებადობას კომპანიის ქსელში, აბონენტებს ელექტროენერგია სტაბილურად და გამართულად მიეწოდებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ავარია არ მომხდარა, ხანძრის წარმოშობა არ უკავშირდება კომპანიის ქსელის დაზიანებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა