ილია ელოშვილი - მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ვხედავ ძალიან დიდ ენერგიას

მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ვხედავ ძალიან დიდ ენერგიას, - ამის შესახებ თბილისის მერის ახლად დანიშნულმა მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

„ეს არის ჩემთვის პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი. მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ვხედავ ძალიან დიდ ენერგიას, ძალიან დიდ მონდომებას და ვეცდები ყველანაირად გავამართლო თქვენი იმედები ბატონო კახი. მე ძირითადად ჩავიბარებ გამგებლებს, მათ საქმიანობას გავუწევ კურაციას. ეს იქნება ჩემი მიმართულება“, - განაცხადა ელოშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის კიდევ ერთ მოადგილედ დღეს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა