აჭარის განათლების სამინისტრო ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდის თვითდაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდის თვითდაზიანებასთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სკოლიდან გაზაფხულზე შემოვიდა განაცხადი მოსწავლის უჩვეულო ქმედების გამო. სამინისტრომ და სკოლამ ფაქტის შესახებ აცნობა შესაბამის უწყებას, ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს. ასევე, ფსიქოლოგები ჩაერთნენ მოსწავლის მდგომარეობის შესწავლაში. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლიდან მოსწავლე მშობლის განცხადების საფუძველზე იქნა გაყვანილი. მოსწავალეს სკოლა ახასიათებს დადებითად",- აცხადებენ უწყებაში.

17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა