კსუ-ს საკალათბურთო გუნდი "ა" ლიგაში ითამაშებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგაში ოფიციალურად ითამაშებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, გუნდმა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად დიდი ბრძოლა გამოიარა და დასკვნითი ფინალური შეხვედრა ,,თბილისთან“ - 18 დეკემბერს გამართა.

აღნიშნულ გუნდთან კსუ-მ ორი ღირსეული გამარჯვება, 9 დეკემბერს ანგარიშით 91:56 და ფინალის პირველ შეხვედრაში - 85:75 მოიპოვა.

კსუ-სა და ,,თბილისის“ ფინალური ეტაპის მეორე მატჩი, მოწინააღმდეგის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ამ სხვაობის 3 ქულამდე დაყვანა შეძლეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 68:65 დააფიქსირეს. თამაშში გამორჩეული შედეგი - 30 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი - ამერიკელმა ლეგიონერმა რაიან აარონმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბრის შეხვედრის მონაცემებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ბრძოლას უკვე 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგაში გააგრძელებს. ფინალურ ეტაპზე მებრძოლ გუნდებს შორის გამარჯვებული, ორი მატჩის შედეგებით, ბურთების შეფარდების სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა.

,,ა“ ლიგის უახლოესი თამაშები და კსუ-ს მოწინააღმდეგეთა ვინაობა - იანვარში გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა