საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა გიგა ლემონჯავამ კსუ-ში ღია ლექცია წაიკითხა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ (მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე) საგნის (ლექტორი - თამარ ბელქანია) ფარგლებში, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, ღია ლექცია წაიკითხა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ლექცია ე.წ.ომის ჟურნალისტიკას „რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდას” შეეხებოდა.

„ჩემი სალექციო კურსი - ახალი ამბების ჟურნალისტიკა“ გაჯერებულია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებით და შეხვედრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ სტუდენტებს იმაზე მეტი პრაქტიკულად ინფორმაცია მიაწოდონ, ვიდრე ეს სახელმძღვანელოებში წერია.

ამერიკული, რუსული და ევროპული სახელმძღვანელოები არ არის კავკასიის რეგიონის სპეციფიკით გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, „ომის ჟურნალისტიკის“ თეორიული და პრაქტიკული არსის გააზრება. ჟურნალისტიკის სწავლის გარდა, სტუდენტებს სახელმწიფოებრიობის განცდა და ანალიზის უნარიც უნდა ჰქონდეთ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწვევთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მედია ენა ესმით“ , - აცხადებს თამარ ბელქანია.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მომავალი ჟურნალისტები, ახალი ამბების კონტექსტში საბრძოლო ბატალიების სპეციფიკაში გაერკვნენ. მათივე ცნობით, სტუდენტებმა მოისმინეს, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას. იცოდეს როგორ ხდება ინფორმაციით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება. საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის საომარი ბატალიების მაგალითები შეადარა და ერთი კონკრეტული ფაქტის - რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში გაშუქების ფორმებზე ისაუბრა.

„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გარკვეულ პრობლემურ საკითხზე კომპეტენტური პირი გვესაუბრება. მითუმეტეს, ისეთი თემის შესახებ, როგორიცაა, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე, ბევრი რამ არ ვიცოდი მედიისა და კონფლიქტების დარეგულირების შესახებ, ბევრი გავიგე და ამის შემდეგ ყველა ინფორმაციას უფრო კრიტიკული თვალით გავეცნობი და შევაფასებ. იმედი მაქვს მსგავსი საჯარო ლქეციები ისევ გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტში“, - ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი დავით ცირდავა.

„ჩვენ მოვისმინეთ, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას. მე ვიცი, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი კონფლიქტებისა და ომის შესახებ და საზოგადოებას სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ლექციები“, - ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი თაკო კვარაცხელია.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა ასპექტებზე, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისზე. რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მისსავე ანტიდასავლურ პროპაგანდაზე უკრაინაში. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, სწორედ სტუდენტებს ვესაუბროთ ამ თემებზე, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც შეგვიძლია რუსულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ - არის განათლება. მეტი კომპეტენტურობა და მეტად მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები. ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც მომავალში უნდა გახდნენ ჟურნალისტური ისტებლიშმენტი, შესაბამისად, ისინი დღეიდან უნდა მოვამზადოთ. ანტიდასავლური პროპაგანდა არ დამთავრდება მომავალ წელს, ეს იქნება შემდეგი ათწლეულის მთავარი გამოწვევა ცივილიზებული მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის. ლექცია ძალიან ინტერაციული იყო, გამიკვირდა, რომ სტუდენტები ასეთ კვალიფიციურ და სიღრმისეულ კითხვებს სვამდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაწვდნენ ლექციის არსს“,- აღნიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა გიგა ლემონჯავამ.

თამარ ბელქანია და საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა თანხმდებიან, რომ მსგავსი და უფრო ფართო აუდიტორიით დაკომპლექტებული საჯარო განხილვები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, აქვე გაჟღერდა მომავალი ლექციის თემაც - „ტერაქტების გაშუქების სპეციფიკა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა