ინგოროყვას კლინიკის ქირურგი - დაჭრილმა მოზარდმა თითქმის 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, აღენიშნება დანით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის გულ-მკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, მოზარდს სისხლდენა შეუჩერდა.

„პაციენტი ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაბილურადაა. შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა და ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკთაშორის არტერიის და ფილტვის დაზიანება, პერიკარდიუმის დაზიანება. გულის დაზიანება არ არის, გადარჩა. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც სისხლდენა გამოიწვია - თითქმის ერთი ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი. 15 წლის ასაკისაა და ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი. სისხლდენა ოპერაციის დროს გაჩერდა, პაციენტს გადაესხა სისხლი, ახლაც მიდის გადასხმა. წნევა სტაბილურია. მე ვერ ვიტყვი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე, მაგრამ მგონი უფრო სიკეთისკენ მივდივართ“, - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ მოზარდი კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო.

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, მოზარდი ხვალ დილამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იქნება შეერთებული.

რა მოხდა თბილისის ცენტრში - 15 წლის მოზარდს რუსთაველის გამზირზე დანით 4 ჭრილობა მიაყენეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა