ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მარტში თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მომავალ წელს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებით დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების გამარტივების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა