უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია ”ახალი ძალების” ლიდერისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებდა და უშვებს.

InterPressNews.Ge„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ“, - ნათქვამია წერილში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, წერილის გამოქვეყნება ჟურნალისტების მოთხოვნისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ წერილის შინაარსით მანიპულირებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა