აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თბილისის მეტროს გაუმჯობესების პროექტის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს მთავრობას შორის 14,27 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, სესხის საშუალებით მოხდება ქალაქის მეტროს ქსელის გაუმჯობესება, რომლიც ყოველდღიურად 300,000-ზე მეტ მგზავრს ემსახურება.

„პროექტი ხელს შეუწყობს საიმედო, უსაფრთხო და ეფექტურ ტრანსპორტზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა და ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

პროექტი არის 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის მეხუთე და ბოლო ტრანში. პროგრამა 2010 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცდა. პროექტის ფარგლებში განვითარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაუმჯობესდა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მოხდა კვალიფიკაციის ამაღლება ტრანსპორტის მართვის დარგში.

”აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი რეგიონში განვითარების ხელშეწყობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2016 წელს ADB-ის დახმარებამ 31.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის - 14 მილიარდი აშშ დოლარი თანადაფინანსების სახით”, - აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა