სულხან სალაძე - წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციულ გარიგებებს ვუწყობთ ხელს

მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციულ გარიგებებს ვუწყობთ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შემდეგ, იმ სახით, რა სახითაც ეს დღეს ხდება, კორუფციული გარიგებებისთვის იქმნება სამართლებრივი საფუძველი.

”როგორც სტარტაპების თემა, ასევე შესყიდვების კატეგორიები, ნაწილი არის პირდაპირ სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააფორმოს კორუფციული ხასიათის გარიგებები. მაგალითად, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს კანონი მიღებული იქნება, უფლება ექნება დოკუმენტური ფილმი შეისყიდოს სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით ისე, რომ როგორ შეისყიდის, ამას ვერ გავიგებთ. ეს კანონი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რაღაც ნაწილი ამ ხელშეკრულებებისა იყოს მიჩნეული კომერციულ საიდუმლოებად.

მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამ ტიპის ცვლილებებით კორუფციულ გარიგებებს ვუწყობთ ხელს. კანონი ამ ტიპის ხელშეკრულებებისთვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის. კანონში წერია, რომ იმიჯნება უფლებამოსილებები სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს შორის. კი არ იმიჯნება, სუსტდება სამეურვეო საბჭო”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების წახალისების, ინოვაციური განვითარების და მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა. ამასთან, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა