სკოლის დირექტორი დაჭრილ მოზარდზე - ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, მომხდარი ჩვენთვის არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა

ექვსივე გაკვეთილს დაესწრო, ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ სკოლის დირექტორმა განუცხადა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი სწავლობს.

კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ დირექტორი მაია მიქაძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ დაჭრილის ახლობლები და კლასელებიც.

"ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან. ბავშვი არის ძალიან მოწესრიგებული, ზრდილობიანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო, მე-6 გაკვეთილზე შემაჯამებელიც დაწერა ქიმიაში. წარმოუდგენელია ჩემთვის, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა. პატარა სკოლა ვართ, ერთი ოჯახივით, გამორიცხულია რაიმე კონფლიქტი გამოგვრჩეს", - განაცხადა გუშინ მაია მიქაძემ.

დირექტორი გამორიცხავს, რომ დაჭრილ მოზარდს თანასკოლელთან ჰქონოდა კონფლიქტი.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამდ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა