რიმა ბერაძის ინიციატივით, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივით, ამავე რაიონში მცხოვრები შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელზეც მოზარდებმა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები წარმოადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილეები და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, საკრებულოს წევრებმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებაზე ასევე შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

რიმა ბერაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქუჩა იყოს პანდუსით მოწყობილი. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შემოყვანა.

„ყველაფრის მიუხედავად ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ, შევუქმნათ მათ ცხოვრების ღირსეული პირობები, რათა ამ ადამიანებს მიეცეთ თვითრეალიზების შანსი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

საღამო, რომელიც „ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში“ მოეწყო, დღის ცენტრში არსებული ანსამბლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებმა მუსიკალურად გააფორმეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა