კახა კალაძე - სადისტრიბუციო კომპანიების მანქანები თბილისში კონკრეტულ საათებში იმოძრავებენ

სადისტრიბუციო კომპანიების მანქანები თბილისში კონკრეტულ საათებში იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა. მან ვიცე-მერსა და მოადგილეს დაავალა, რომ აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

"მინდა, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა და ანალოგიურად დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ დღის განმავლობაში იყოს კონკრეტული საათები, როდესაც მათ ექნებათ შესაძლებლობა ქალაქში გადაადგილების, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საცობების პრობლემის მოწესრიგებაზე, ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც სჭირდება მასშტაბური მიდგომები. თუმცა, ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას ეხება, ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, სადისტრიბუციო კომპანიების მანქანების გადაადგილებას, ეს უნდა იქნეს დარეგულირებული. ეს ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს. ამას მოჰყვება კიდევ სხვა ღონისძიებები, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს. ჩემი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა", - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა