„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის გიორგი შარაშიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს http://www.transparency.ge/ge/post/konkurencia-avtosatransporto-sashualebebis-saxelmcipo-shesqidvebshi-sitroen-jorjias-shemtxveva

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიამ“ პირველად „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და ამ შემთხვევაში საგულისხმოა ის, რომ კომპანია „საქართველოს ფოსტის“ მიერ ტენდერის გამოცხადებიდან მე-16 დღეს შეიქმნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს ფოსტის“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ძმების ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეების მეგობარია.

ანგარიშის თანახმად, „სიტროენ ჯორჯიამ“ მსხვილ ტენდერში მონაწილეობა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“, „საქართველოს ფოსტამ“, EXPRESS-მა და „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ კომპანიის შავ სიაში რეგისტრაცია მოითხოვეს.

„სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატს, დირექტორსა და კომპანიასთან დაკავშირებულ გიორგი გაჩეჩილაძეს, მიაჩნიათ, რომ კომპანიამ არაკეთილსინდისიერი გარიგების გამო ვერ გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერებში. კერძოდ, მათი მტკიცებით, ავტომანქანების ბაზარზე არსებობს კარტელური შეთანხმება, რის გამოც სახელმწიფო ტენდერებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია იგებს. ამ ფაქტის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ, როგორც იგი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეატყობინა და რეაგირება სთხოვა, რაც, გაჩეჩილაძის თქმით, უპასუხოდ დარჩა.

შპს „სიტროენ ჯორჯია“ 2016 წლის 20 მაისს დაარსდა. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გიორგი შარაშიძეა, რომელიც პარალელურად კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს. 30%-იან წილს კი შპს „საქართველოს სავაჭრო პალატა“ ფლობს.

ერთ-ერთი სადავო ტენდერი, რომლის შესახებაც „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლები საუბრობენ, ეხება სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ შესყიდვას. შემსყიდველ ორგანიზაციას საუკეთესო წინადადება „სიტროენ ჯორჯიამ“ წარუდგინა, თუმცა ტენდერზე ტექნიკური მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. „ქრაშ ტესტი“) ვერ წარადგინა.

დაარსებიდან დღემდე კომპანიას 5 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანც მან სამში გაიმარჯვა ამ კომპანიამ პირველად „საქართველოს ფოსტის“ ტენდერი მოიგო. საინტერესოა, რომ ამ ტენდერის გამოცხადებისას (2016 წლის 4 მაისი) „სიტროენ ჯორჯია“ ჯერ დაფუძნებულიც კი არ იყო, მიუხედავად ამისა, ტენდერის გამოცხადებიდან მხოლოდ მე-16 დღეს შექმნილმა კომპანიამ ეს კონტრაქტი მიიღო. ამ შემთხვევაში საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი „საქართველოს ფოსტის“ რამდენიმე მაღალჩინოსანი და მათ შორის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ძმების ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეების მეგობარია. „საქართველოს ფოსტის“ ტენდერის მოგების შემდეგ „სიტროენ ჯორჯიამ“ კიდევ 2 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეასრულა.

„სიტროენ ჯორჯიამ“, ასევე ვერ გაიმარჯვა ჯანდაცვის სამინისტოს მიერ 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ყველა სხვა მონაწილესთან შედარებით დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს, მან საბოლოოდ დისკვალიფიკაცია მიიღო ტექნიკური დოკუმენტების წარუდგენლობის/შეუსაბამობის გამო.

„სიტროენ ჯორჯიამ“ გამარტივებული შესყიდვის გზით სულ სამი ხელშკერულება მიიღო. სამივე შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რადგან დროულად ვერ შეძლო ავტომობილების მიწოდება. „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „სიტროენ ჯორჯია“ მიმწოდებელთა შავ სიაში ოთხჯერ შეიყვანეს.

თუმცა, „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილებები (ბოლო, მეოთხე გადაწყვეტილების გარდა) კომპანიამ გაასაჩივრა და მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერც შესყიდვების სააგენტოს პორტალზე და ვერც სხვა რომელიმე საჯარო წყაროზე დაყრდნობით მსგავსი სახის ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. სააგენტოს განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ: „გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში“, - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა