ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო დაათვალიერა და ციტრუსის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. ზურაბ პატარაძის თქმით, ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესი. დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა.

ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია.

ზურაბ პატარაძემ მინისტრთან ერთად ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, ,,TCF GEORGIA’’ და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა ,,Georgian industrial Asset Management Group’’ დაათვალიერეს.

,,TCF GEORGIA’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. ციტრუსისგან დამზადებული წვენი მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. რაც შეეხება ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს, იგი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რომლისგანაც დამზადებული წვენი ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებს ციტრუსის 30–მდე მიმღებ შემფუთავი საწარმო, სადაც ხდება ევროპული სტანდარტების შეფუთვა და ექსპორტირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა